|
2019-02-05 12:43:25, 1245 ნახვა
კომენტარი
ბესელია: ანრი ოხანაშვილს ხმას არ ვაძლევ - ამით ვიცავ იმ ფასეულობებს, რომელიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მხარს არ უჭერს. როგორც ბესელიამ განმარტა, მისი გადაწყვეტილება განპირობებულია იმ ფასეულობებით, რომელთა გამო თავის დროზე თანამდებობიდან გადადგა. “არასოდეს პირადი განწყობებით არ ვიღებ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებას. ეს არის მხოლოდ იმ ფასეულობების და ღირებულებების დაცვა, რომლის გამოც მე პირადად გადავდექი თანამდებობიდან, და ოხანაშვილს ხმას არ ვაძლევ, მხოლოდ იმიტომ, რომ მე მიმაჩნია, ამით ვიცავ სწორედ იმ ფასეულობებს, რომელიც ჩემთვის ამ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის, ამიტომ ეს არ არის პიროვნული განწყობა, ეს არის ჩემთვის სიმბოლური გამოხატულება, რომ გავაგრძელო ის გზა, რომელიც გადის სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, და სამართლიანი სასამართლოს უფლებების დაცვას. ამ ფასეულობის დაცვის პროცესში განვიხილავდი სხვა კანდიდატებს. სასამართლოს დამოუკიდებლობის დამკვიდრების პროცესში, მე მიმაჩნია, რომ უნდა ყოფილიყო სხვა კანდიდატურა“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)