|
2019-02-04 16:53:30, 6585 ნახვა
High - Tech
მეცნიერები კიბოს პრევენციის საუკეთესო მეთოდს ასახელებენ
ონკოლოგიური სიმსივნის საუკეთესო პრევენციად მეცნიერები თამბაქოს მოხმარების შემცირებას და შემდგომ დანებებას ასახელებენ. ამის შესახებ გერმანიაში, გეიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორი მიჰაელ ბაუმანი საუბრობს. მკლევართა ჯგუფის მიერ ათასობით ონკოლოგიური დაავადების გაანალიზების შემდეგ დადგინდა, რომ ავთვისებიანი სიმსივნეების 30% სწორედ თამბაქოს მოხმარებით შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული. ამის გარდა მეცნიერების დასკვნაში ისეთი ნივთიერებები, როგორებიცაა ნატრიუმის გლუკონატი, შაქარი, მარილი და გლუტენი არის მოხსენიებული - მედიკოსები ამ ყოველივეს შემცირებას და "გონიერად მოხმარებას" გვირჩევენ. მაგრამ ეს არ კმარა - მეცნიერები ასევე ონკოლოგიის თავიდან ასაცილებლად ფიზიკურ აქტივობას, სასმელი წყლის ნორმალურ მოხმარებას და სისხლის ანალიზების პერიოდულ ჩაბარებას გვირჩევენ. 29 იანვარს გაირკვა, რომ მეცნიერებმა "კიბოსთან" მებრძოლი ტ-უჯრედების რეაქტივაციის გზა მოიძიეს. შესაბამისი პრეპარატის ტესტირება თაგვებზე დამაიმედებელ შედეგებს იძლევა, ცხოველებს სისხლში ლიმფოციტების აქტივაცია და სიმსივნის ზრდის შემცირება დაუდგინდა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)