|
2019-02-04 14:23:47, 1170 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - მოსამართლეების არჩევა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი, რომელსაც საგაზაფხულო სესიაზე განვიხილავთ
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი, რომელსაც პარლამენტი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში განიხილავს. ასევე, გაგრძელდება მუშაობა კანონმდებლობის დახვეწაზე - გამოყოფილი ოთხი სხვადასხვა მიმართულება",- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის შესახებ საუბრისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არის რამდენიმე საკვანძო საკითხი, რომელსაც სესიის განმავლობაში განიხილავენ, მათ შორის, გრძელდება მუშაობა სასამართლო რეფორმაზე, საარჩევნო კანონმდებლობისა და პოლიტიკური პარტიების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწაზე. „ჩვენ გვექნება სამუშაო სხვადასხვა მიმართულებით. არის რამდენიმე საკვანძო საკითხი, რომელიც უნდა განვიხილოთ ამ სესიის განმავლობაში. მათ შორის, როგორც მოგეხსენებათ, გრძელდება მუშაობა სასამართლო რეფორმაზე. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი, რომელსაც პარლამენტი ამ სესიის განმავლობაში განიხილავს. ასევე, გაგრძელდება მუშაობა კანონმდებლობის დახვეწაზე, როგორც იცით, არის გამოყოფილი ოთხი სხვადასხვა მიმართულება, სადაც არის შესამუშავებელი კანონპროექტები და მისაღებია შესაბამისი კანონები. ასევე, გვექნება, რა თქმა უნდა, სამუშაო პროცესი, დაკავშირებული საარჩევნო კანონმდებლობის და პოლიტიკური პარტიების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწასთან და ამასთან დაკავშირებით ვიმუშავებთ ძალიან აქტიურად ეუთოსთან, ODIHR-თან. ჩვენ გვაქვს შეთანხმება, არჩევნების შემდეგ გვქონდა კონსულტაციები მათთან და მათთან კონსულტაციების საფუძველზე შემუშავდება კანონპროექტები",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)