|
2019-02-04 13:36:31, 1388 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატი - სურსათზე, თამბაქოზე, უალკოჰოლო და ალკოჰოლურ სასმელებზე ფასები გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1,3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,2 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3,2 პროცენტიანი მატება, რაც 0,98 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (15,8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (5,8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (4,7 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1,4 პროცენტი), ასევე თევზეული (1,4 პროცენტი). ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 5,8 პროცენტით, რაც 0,39 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (12,5 პროცენტი). „წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3,2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,0 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: თევზეული (12,3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (10,0 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (6,5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5,1 პროცენტი), ასევე რძე, ყველი და კვერცხი (2,1 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-20,5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-5,0 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 10,1 პროცენტით, რაც 0,66 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (20,0 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 3,4 პროცენტით, რაც 0,28 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4,5 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (4,4 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1,1 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1,7 პროცენტიანი მატება, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3,3 პროცენტი)“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)