|
2019-02-02 20:07:03, 1549 ნახვა
კომენტარი
ბესელია: ახალგაზრდა გოგოები არიან დაპატიმრებული და არ მინდა ეს სიმძიმე ვატარო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, გამოძებამ უნდა დაადგინოს თუ ვისი ხელმძღვანელობით ხდება ფარული ჩანაწერების გავრცელება. მისი თქმით, შეხვედრაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელების საკითხზე არ უმსჯელიათ. „ჩვენ ვიცით, ვინ არის ამ უკანონო ჩანაწერის ავტორი, ვინ განახორციელა უკანონო ჩაწერა. ეს სადავო არ არის, განხორციელდა სააკაშვილის პერიოდში, მაგარამ ახლა საუბარია, ვინ არის ამ უკანონო კამპანიის და ამ მორალური ტერორის დირიჟორი, რომელიც ვერ აღწევს თავის მიზანს და ვერც მიაღწევს, თავადაც ხედავთ ამას. მაგრამ გამოძიებამ უნდა დაადგინოს არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც დაკავებულები არიან დღეს იმ ბრალდებით, რომ რაღაცნაირად ჩაერთნენ ამ გაზიარების ერთიან ქსელში და შეიძლება შემთხვევითაც მოხვდნენ ვიღაცები. აქვე მინდა ვთქვა, ჩემი ამოცანა არ არის, რომ გაუბედურდეს ოჯახები. ახალგაზრდა გოგოები არიან დაპატიმრებულები და ნამდვილად არ მინდა ახლა ეს სიმძიმე ვატარო, რომ ოჯახების ტრაგედია მოჰყვეს ამ მორალურ ტერორს. მე პრინციპულად მიმაჩნია, რომ კანონიერი, სამართლიანი და ჰუმანურიც უნდა იყოს გამოძიება იმ ადამიანების მიმართ, ვისი ბრალეულობაც ნაკლებია ამაში და აქ მექნება ძალიან სამართლიანი პოზიცია, მაგრამ პრინციპულია, რომ გამოძიებამ დაადგინოს ვინ რა მიზნით გააკეთა, რადგან დანაშაული მიზნის და მოტივის გარეშე არ არსებობს. ამ საკითხს დღის წესრიგიდან არ მოვხსნი. გამოძიების პრესტიჟის საკითხია, რომ ეს საკითხი დაადგინოს. ვაცადოთ გამოძიებას. არ მგონია, რომ დღეს და ხვალ უნდა ჩავრთოთ საათი. მე მეყოფა ამის ნებისყოფა და გამოცდილებაც, რომ დავაკვირდე პროცესი როგორ მიდის და შევაფასო სწორად მიდის თუ არა გამოძიება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)