|
2019-02-02 19:54:05, 1651 ნახვა
კომენტარი
ეკა ბესელია - ბიძინა ივანიშვილი პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებას მხარს უჭერს
„ქართული ოცნების“ წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების საკითხს მხარს უჭერს. როგორც მან აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, დაიწყება შესაბამის პროცედურებზე მუშაობა, რომლითაც მოსამართლეების ვადით გამწესება მოხდება. „რაც შეეხება უვადოდ მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას, მე ისევ დავსვი ეს საკითხი დღეს. პარტიის თავმჯდომარე ამ პოზიციას ეთანხმება. ბიძინა ივანიშვილმა თქვა დღეს, რომ ის მხარს უჭერს ამ იდეას. მე არ მომისმენია საწინააღმდეგო პოზიცია დღეს საჯაროდ არავისგან. ამ პროცედურას და ინიცირებას დავიწყებთ ჩვენ, რომ კონსტიტუციიდან გამომდინარე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხზე შეჩერდეს გადაწყვეტილებების მიღება. ვიმუშავებთ პროცედურებზე, რომლითაც უნდა გაიმართოს, როგორ უნდა მოხდეს ვადით მოსამართლეების გამწესება პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში. უზენაეს სასამართლოზეც სასაუბროა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)