05:41 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-02 18:20:34, 1085 ნახვა

კომენტარი
ფოფხაძე: უმრავლესობის შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ პროცესი კონსტიტუციას არ გასცდება ვერ ვხვდები, ეს რას ნიშნავს

„მე ბოლომდე ვერ გავერკვიე, ამიტომ არ მიმიღია კენჭისყრაში მონაწილეობა,“ -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა. 

როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე მხოლოდ ზოგად შეთანხმებას მიაღწიეს და მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდება.

„უმრავლესობამ გადაწყვეტილება მიიღო და მე შემიძლია გავახმოვანო ეს გადაწყვეტილება, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ პროცესი კონსტუციური ფარგლებიდან არ გავა, ვერ ვხვდები ეს რას ნიშნავს, ამიტომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიმიღია და ვერც გავერკვიე, ეს რა გადაწყვეტილებაა და რაში მდგომარეობს. საუბარი არის იმაზე, რომ ჩვენ კონსტიტუციის შესაბამისობაში მივიღოთ სამართლებრივი გადაწყვეტილება, ამის წინააღმდეგი არავინ არ იქნებოდა თავიდანვე. პროცესი გაგრძელდება პარლამენტშიც, მსჯელობა იქნება იურუდიულ კომიტეტშიც, განსხვავებული მოსაზრებებიც იქნება წარმოთქმული. ამ ეტაპზე, პრინციპის დონეზე შევთანხმდით, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, იქნება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. კონსტიტუციის შეცვლას ასე პრინციპულად არც არავინ არ ვაყენებდით, თუმცა მე პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემთვის ღირსეული მოსამართლეების არჩევა უზენაესში უფრო მნიშვნელოვანია. თუ ვერ ვირჩევთ მოქმედი რედაქციით მოსამართლეებს, მაშინ რა თქმა უნდა, კონსტიტუცია უნდა შევცვალოთ და არაა მოსამართლეების სტანდარტი შევამციროთ. მაგრამ მოქმედი კონსტიტუციის ფარგებში ალბათ შესაძლებელია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მოგვცემს საშუალებას, არჩეული იქნეს ღირსეული მოსამართლეები. ვნახოთ პროცესი როგორ წავა, ამ ეტაპზე მე დამატებით ვერაფერს გეტყვით“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics