|
2019-02-02 13:42:06, 2159 ნახვა
კომენტარი
ჯაფარიძე - თუ ადამიანების დასჯა იმის გამო დავიწყეთ, რომ ვიდეო ნახეს, მაშინ ათასობით ადამიანის დაკავება მოგვიწევს
პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე უნდა დაისაჯოს ის ვინც ვიდეო პოლიტიკური მიზნებისთვის გაავრცელა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, თუ დააკავებენ ყველა ადამიანს ვინც ვიდეო ნახა, სამართალდამცველებს ბევრი ადამიანის დაპატიმრება მოუწევს, რაც არასამართლიანია. "ჩემი აზრით, ეგ არის სისულელე. დასასჯელია ადამიანი, რომელმაც ეს ფაილი ატვირთა. მას ჰქონდა პოლიტიკური მიზანი. ეგრე ინტერნეტში უამრავი ლინკი და სისულელე ყრია. გასაგებია, ჩვენ შეიძლება, არ მოგვწონდეს ეს საქციელი, ჩემი აზრით ამორალურია. მაგრამ ჩვენ თუ ამის გამო ადამიანების დასჯა დავიწყეთ, დასასჯელია ათობით ათასი ადამიანი. თუ ათობით ათასი ადამიანისგან 16-ს არჩევენ, მაშინ ეს არის შერჩევითი სამართალი“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. ცნობისთვის, ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული პირების სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. მისი თქმით, დაკავებულებს შორის "გირჩის" აქტივისტებიც არიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)