|
2019-02-02 12:17:16, 1305 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: ეკა ბესელიას მხარდაჭერას ვუცხადებთ და საქმეზე სამართლიან გადაწყვეტილებას ველოდებით
„მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს თანაგუნდელს ეკა ბესელიას, რომლის მიმართაც განხორციელდა ეს უკანონო ქმედება და ამ საქმეზე მართლმსაჯულების სამართლიან გადაწყვეტილებას ველოდებით“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, გამოძიება სწრაფად უნდა დასრულდეს და ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მიეცეს. „მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამართალდამცავებს. ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინეს და გამოავლინეს არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც, სავარაუდოდ, ავრცელებდნენ ამ ინფორმაციას, არამედ ის ადამიანიც, ვინც, სავარაუდოდ, პირველმა ატვირთა ეს კადრები ინტერნეტში. ველოდებით, რომ გამოძიება სწრაფად დასრულდება და ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მიეცემა. სწორედ ეს არის იმის გარანტია, რომ მომავალში ასეთი საკითხებით არ მოხდეს ვინმეზე ზემოქმედების მცდელობა და მანიპულირება. მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს თანაგუნდელს ეკა ბესელიას, რომლის მიმართაც განხორციელდა ეს უკანონო ქმედება და ამ საქმეზე მართლმსაჯულების სამართლიან გადაწყვეტილებას ველოდებით. ამ საკითხზე მსჯელობას დღეს არ ველოდები, მაგრამ, სავარაუდოდ, განცხადებები გაკეთდება“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)