|
2019-02-02 11:32:55, 1114 ნახვა
კომენტარი
ბესელია - მაქვს 4 საკითხი, რაც მინდა რომ დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილოთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას თქმით, პარტიის დღევანდელ სხდომაზე კონკრეტულ საკითხებს დააყენებს, რომელიც მოსამართლეების დანიშვნის თემას ეხება. როგორც მან აღნიშნა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბარი, დღის წესრიგის მთავარ საკითხად არ მიაჩნია. „მე მოვედი კონკრეტული საკითხებით და მაქვს 4 ძირითადი საკითხი, რაც მინდა, რომ დღეს განვიხილო ამ ფორმატში და გადაწყვეტილებებიც უნდა შევაჯეროთ და მივიღოთ. პირველი სამუშაო ჯგუფის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით და ეს მიმაჩნია მნიშვნელოვნად, რომ კრიტერიუმებზე და პროცედურაზე ვიმსჯელოთ ჩვენ პარლამენტში კანონმდებლებმა და არ მოხდეს ამ პროექტის დაწერა იმ მოსამართლეების მონაწილეობით, რომელთაც ინტერესთა კონფლიქტი აქვთ და თავად სურთ გახდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. მეორე, უვადოდ დანიშვნა მოსამართლეთათვის რომ შეჩერდეს, ეს ცვლილება მე უკვე მომზადებული მაქვს მე, როგორც წინა სხდომაზე შევთანხმდით. მესამე, ეს არის თავად კრიტერიუმები და პროცედურა, რომელიც უნდა მივიღოთ კანონში, როგორც ახალი მექანიზმი, რომ დავაზღვიოთ რისკები და გაიმართოს ჯანსაღი პროცესი მოსამართლეთა შერჩევის და ავირჩიოთ საუკეთესო მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში. მეოთხე, ასევე უნდა ვიმსჯელოთ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის საკითხთან დაკავშირებით და ესეც შემადგენელი საკითხია მთელი პროცესის და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ იმ ფასეულობების და ღირებულებების დამცველი იყოს იმ კომიტეტში ახალი თავმჯდომარე, რომელსაც ჩვენ პრინციპულად ვიცავთ. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელზეც მე მინდა, რომ ვისაუბრო და გადაწყვეტილებები მივიღოთ დღეს. რაც შეეხება სხვა საკითხებს, მეთოდებს ძალადობრივ თუ მორალურ ტერორს, ეს საკითხები მთავარი დღის წესრიგი არ არის ჩემთვის. ამაზე საუბარი ალბათ იქნება, მაგრამ მთავარი დღის წესრიგი არის ის საკითხები, რომლითაც მოვედი“, - განაცხადა ბესელიამ. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უძღვება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)