|
2019-02-01 20:49:07, 1163 ნახვა
კომენტარი
ბესელია: ვისაც მე ვუპირისპირდები, იმ ადამიანებისგან ყველა აკრძალული მეთოდის გამოყენებას ველოდები
„ვისაც მე ვებრძვი, ვისაც მე ვუპირისპირდები, იმ ადამიანებისგან ველოდები ყველა აკრძალული მეთოდის გამოყენებას“, - ამის შესახებ მან გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბესელია აცხადებს, რომ აქვს ვარაუდი, თუ ვის შეიძლებოდა გაევრცელებინა ჩანაწერი, თუმცა კონკრეტულ პირს ვერ ასახელებს. „მე კონკრეტული სახელი და გვარი რომ ვიცოდე, ის ადამიანი დაკავებული უნდა იყოს, მაგრამ მე მაქვს ჩემი ვარაუდები იმ პირთა წრის ირგვლივ, ვის ინტერესებშიც შეიძლება შედიოდეს და ვისაც ახასიათებს ასეთი ამაზრზენი მეთოდების გამოყენება, ვინც შეიძლება დაუშვას ასეთი ამაზრზენი მეთოდებით ბრძოლა. ვისაც მე ვებრძვი, ვისაც მე ვუპირისპირდები, იმ ადამიანებისგან ველოდები ყველა აკრძალული მეთოდის გამოყენებას", - აღნიშნა ბესელიამ. კითხვას, ფიქრობს, თუ არა, რომ მიმდინარე მოვლენების უკან მისი თანაგუნდელებიც დგანან, ბესელიამ ასე უპასუხა: "მე ასეთ ადამიანებს არ მივიჩნევ თანაგუნდელებად. მე ამ ადამიანებს მივიჩნევ ან სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებლად, ან მათ გამგრძელებლად, მიუხედავად იმისა, რა სახელი ჰქვიათ მათ დღეს და რომელი პოლიტიკური ქოლგის ქვეშ არიან, ეს ჯგუფი ადამიანების მე არ მიმაჩნია, რომ ჩემი თანაგუნდელები არიან. ეს არის გაგრძელება იმისა, რასაც ჩვენ ვებრძოდით ამ წლების განმავლობაში. ამიტომ პირთა წრე, ვისაც მე არ გამოვრიცხავ, არ გამოვრიცხავ იმ ხელისუფლებას ვისაც ვებრძვი დიდი ხანია, ეს არის სააკაშვილის ხელისუფლება და მისი რეჟიმის წარმომადგენლები, არ გამოვრიცხავ იმ ჯგუფს, რომელიც არის სასამართლოს შიგნით, რომელთა წინააღმდეგაც გადავდგით პრინციპული ნაბიჯები. გამორიცხვით ამას ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ ბრალს არავის ვდებ. არ დავარღვევ პრეზუმფციას, დავაცდი გამოძიებას და შემდეგ შევაფასებ გამოძიების შედეგებს“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)