04:44 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-01 18:35:13, 1249 ნახვა

საზოგადოება
გაეროს გარემოსდაცვითი პოლიტიკის კომიტეტის სესიაზე ნინო თანდილაშვილმა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიში წარადგინა

ქ. ჟენევაში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) გარემოსდაცვითი პოლიტიკის კომიტეტის (CEP) 24-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა საქართველოს მიერ აღებული ნებაყოფლობითი ვალდებულებების განხორციელების მიმართულებით მიღწეული პროგრესის ანგარიში წარადგინა.

აღნიშნული ვალდებულებები - ბათუმის ქმედებები უფრო სუფთა ჰაერისთვის (BACA) - 2016 წელს ბათუმში გამართულ „გარემო ევროპისთვის“ მე-8 მინისტერიალზე მინისტრებმა დაამტკიცეს და ის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული ნებაყოფლობითი ღონისძიებების ერთობლიობას წარმოადგენს. ბათუმის ქმედებები უფრო სუფთა ჰაერისთვის არის ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყნებს ეხმარება გააუმჯობესონ ჰაერის ხარისხი, დაიცვან ადამიანის ჯანმრთელობა და გარემო ჰაერის დაბინძურებისგან.

საქართველომ ინიციატივის ფარგლებში 7 ნებაყოფლობითი ვალდებულება აიღო შემდეგი მიმართულებით:

● ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესება

● საწვავის ხარისხის გაუმჯობესება

● ქ. თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება

● ელექტროტრანსპორტისა და ავტომობილების მწვანე მართვის ხელშეწყობა

● გაფრქვევების აღრიცხვის გაუმჯობესება

● ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

როგორც სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს ჰაერის ხარისხის მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს. ნინო თანდილაშვილმა ამ მიმართულებებით ბოლო პერიოდში გატარებული ღონისძიებებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის, მისი დაცვის ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით სამინისტროს მიერ შექმნილი ატმოსფერული  ჰაერის ხარისხის ახალი პორტალის მნიშვნელობას. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics