|
2019-02-01 17:58:06, 1282 ნახვა
კომენტარი
თურნავა - ვმუშაობთ კანონმდებლობის გამკაცრებაზე როგორც გაზის სადისტრიბუციო კომპანიების, ასევე ურჩი მომხმარებლების მიმართ
„ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა კანონმდებლობის გამკაცრებაზე და ბოლოდროინდელი უბედური შემთხვევების სტატისტიკა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ სწორი მიმართულება გვაქვს აღებული“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე. „პირველ რიგში, უნდა გამკაცრდეს ის მოთხოვნები, რომელთაც ჩვენ წავუყენებთ გაზის სადისტრიბუციო კომპანიებს. ამავდროულად, უნდა გამკაცრდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ე.წ. ურჩი მომხმარებლების მიმართ, ვინც არ ემორჩილება სადისტრიბუციო კომპანიების ქმედებებს; ვინც თვითნებურად ჩართავს გაზს; დაამონტაჟებს უხარისხო მოწყობილობებს; ვინც არ დაუშვებს გაზის კომპანიების წარმომადგენლებს იმისთვის, რომ გადამოწმდეს რა მდგომარეობაშია გაზის მოწყობილობები და ამით საფრთხეს უქმნის საკუთარ თავსაც და მის გვერდით მცხოვრებ ადამიანებსაც“, - განაცხადა თურნავამ. კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც ნათია თურნავამ გაამახვილა ყურადღება, იმ კომპანიებისა და ფიზიკური პირების სერტიფიცირებაა, რომლებიც დაკავებულნი არიან გაზის მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოებში. „ჩვენ წარვმართავთ ძალიან აქტიურ მასირებულ საინფორმაციო კამპანიას, რომლითაც კიდევ ერთხელ გავმართავთ წესებს, როგორ უნდა დავიცვათ საკუთარი თავი და სწორად მოვიხმაროთ ბუნებრივი აირი, რათა, პირველ რიგში, მივიღოთ სიკეთე და არა საფრთხე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)