|
2019-02-01 16:45:48, 1266 ნახვა
კომენტარი
ბატიაშვილი: სასკოლო გამოცდები გაუქმებულია - ეროვნული გამოცდები წელს რჩება ისე, როგორც იყო
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, სასკოლო გამოსაშვები გამოცდები წელს დამამთავრებელი მოსწავლეებისთვისაც გაუქმდა და გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება. რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, მინისტრის თქმით, ამ ნაწილში ცვლილებები წელს არ ამოქმედდება. „პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული, რომელიც ეხება თვითონ ცვლილებებს სასკოლო გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით, ანუ გაუქმებულია მე-11 და მე-12 კლასში, ამას სჭირდება გარკვეული სამუშაოები, იგივე საკანონმდებლო დონეზე, რომელზეც აქამდეც ვმუშაობდით და დღესაც არის თათბირი ჩვენს თანამშრომლებთან, რომ რაც შეიძლება სწრაფ ტემპში გავიტანოთ ყველა ის ცვლილება, რომელიც საჭიროა, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულია. ცალსახად კიდევ ხაზს ვუსვამთ, რომ ეროვნული გამოცდები წელს რჩება ისე, როგორც იყო და ამას ცვლილება არ შეეხება არანაირად, ხოლო მომავალი წლის ცვლილება წელს ფიზიკურად შეუძლებელია განხორციელდეს, იმიტომ, რომ ამას სჭირდება მთელი რიგი სამუშაოები. ვფიქრობთ, ჩვენი ხედვა, რაც არის მოიცავს ძლიერი სკოლის განვითარებას და მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ სკოლა უნდა მივიღოთ რაც შეიძლება რეფორმირებული, კარგი პედაგოგებით, კარგი ინფრასტრუქტურით და გამოცდები უნდა ემსახურებოდეს, რეალურად ცოდნის შემოწმებას, ამას ჩვენ ვსაუბრობდით პირველივე დღიდან, რეფორმების წარდგენა დავიწყეთ საკმაოდ აქტიურ ფაზაში“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)