|
2019-02-01 16:08:48, 1242 ნახვა
კომენტარი
ბოკერია ფარულ ჩანაწერებზე: ხელისუფლება ისრების გადატანას ცდილობს, რეალურ დამკვეთებს არ სჯის
„ხელისუფლება ისრების გადატანას ცდილობს, რეალურ დამკვეთებს არ სჯის“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ამ საკითხში ხელისუფლებას ნულოვანი ნდობა აქვს. „წლებია გრძელდება ამ საშინელი სიბინძურის საჯარო სივრცეში პოლიტიკური მიზნებით გამოყენება. ასეთი მომენტები დგება როცა საკუთარ გუნდში ხელისუფლებას ვინმეს შერისხვა უნდა. ჩვენ ვერცერთ შემთხვევაში ვერ მივიღეთ პასუხი ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ახლა როცა საზოგადოებრივი წნეხი გაიზარდა, ოპოზიციის აქტივისტები დააკავეს. ეს ტოვებს საფუძვლიან ეჭვს რომ ხელისუფლების მიზანი ისრების გადატანაა. ხელისუფლება არ ებრძვის რეალურ დამკვეთებს, არც იმათ ვინც ეს სიბინძურის მანქანა ამოქოქა. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი, ვინ იდგა ამ საზიზღარი მანქანის უკან და ეხლა როდესაც საზოგადოებრივი წნეხი გაიზარდა, ჩვენ ვიღებთ რეაქციას, რომ ოპოზიციის აქტივისტების დაკავება ხდება და რათქმა უნდა ეს ტოვებს საფუძვლიან ეჭვს, რომ პოლიტიკური პიარის და ისრების გადასატანდ ქონდა და ეს ხელისუფლება არანაირად არ ებრძვის რეალურ არც დამკვეთებს, არც იმათ ვინც ამოქოქა ეს სიბინძურის მანქანა კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ ეს აძლიერებს ეჭვებს კავშირზე თვითონ პოლიტიკური ხელისუფლებისა ამ ყველაფრის გაკეთებასთან . თავისთავად ეს ნაბიჯი რომ ოპოზიციის აქტივისტები აღმოჩნდნენ მათი პიარის მთავარი ობიექტი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, შსს-მ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით 16 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის ენმ-ის ორი აქტივისტია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)