03:17 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-31 20:10:45, 1178 ნახვა

საზოგადოება
ევროკომისია - საქართველოში კვლავ ფიქსირდება ლგბტ პირთა დისკრიმინაციის შემთხვევები

საქართველოში ლგბტ პირთა დისკრიმინაციის შემთხვევები კვლავ ფიქსირდება, - ამის შესახებ ასოცირების პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის მესამე ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, დისკრიმინაციის შემთხვევები ძირითადად შრომის, ჯანდაცვის, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში აღინიშნებოდა.

„2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონში სახალხო დამცველის მიერ შეთავაზებული ცვლილებების შეტანა, რომელიც მიზნად ისახავდა კანონის საფუძველზე აღსრულების მექანიზმის ეფექტიანობის გაზრდას, აქამდე დაუსრულებელია. დაფიქსირებულია ლგბტ (ლესბოსელ, ჰომოსექსუალ, ბისექსუალ, ტრანსგენდერ და ინეტერსექს) პირთა შრომის, ჯანდაცვის, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში დისკრიმინაციის შემთხვევები. ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ დემონსტრაციას პოლიცია ინტენსიურად იცავდა, ასევე იმავე დროს გამართული ულტრამემარჯვენე ნაციონალისტების ჯგუფის დემონსტრაციის გათვალისწინებით“, - ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ მე-3 ანგარიში ანგარიშის სრული ტექსტი იხილეთ აქ





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics