|
2019-01-31 18:19:46, 1078 ნახვა
კომენტარი
იონათამიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: როცა სიმართლე შენს მხარეს არის, მასშტაბებს მნიშვნელობა არ აქვს
„როცა სიმართლე შენს მხარეს არის, მასშტაბებს მნიშვნელობა არ აქვს. ამ დროს ყველაზე მთავარი - ადამიანის უფელბებისადმი ერთგუელბაა“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. როგორც დეპუტატი აცხადებს, ეს საქართველოსთვის ღირსების საქმე იყო, რითაც სამართლიანობის აღდგენასთან ერთად, საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვანი პრეცედენტი შეიქმნა. „ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - საქართველოს 1500 მოქალაქის სასარგებლოდ რუსეთს 10 მილიონი ევროს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. ჩვენი ქვეყნისთვის ეს იყო ღირსების საქმე, რითაც სამართლიანობის აღდგენასთან ერთად, საერთაშორისო დონეზე შეიქმნა ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი - პასუხს აგებს ყველა ხელისუფალი, ვინც უგულებელყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და/ან დაარღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ საქმეში ის იყო მთავარი მოპასუხე, არამედ - 2012 წლამდე სტრასბურგის სასამართლოში მხოლოდ 118 მოქალაქის მონაცემები იყო გაგზავნილი, 2014-2016 წ.წ. კი იუსტიციის სამინისტრომ მოიძია, დაამუშავა და 1500-ზე მეტი მოქალაქის მონაცემები გაუგზავნა სასამართლოს, რომელმაც, თავის მხრივ, მათი უფლებებიც თანაბრად აღიარა! ვულოცავ ყველას, განსაკუთრები კი მათ, ვინც 2008 წელს რუსეთის ხელისუფლებისგან უშუალოდ დაზარალდნენ. როცა სიმართლე შენს მხარეს არის, მასშტაბებს მნიშვნელობა არ აქვს. ამ დროს ყველაზე მთავარი - ადამიანის უფელბებისადმი ერთგულებაა“, - წერს რატი იონათამიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)