21:28 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-31 13:29:45, 1464 ნახვა

სამართალი
„6 თვის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ მთავარი პროკურორის დიპლომის ასლის მოპოვება“ - გიგაური თადუმაძეს უჩივის

არასამთავრობო ორგანიზაცია - „საერთაშორისო გაჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი, ეკ გიგაური მთავარ გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს სასამართლოში უჩივის.

ეკა გიგიაურის თქმით, 6 თვის განმავლობაში ორგანიზაციამ ვერ შესძლო გენერალური პროკურორის დიპლომის მოპოვება, რაც ბადებს ეჭვს, რომ შესაძლოა თადუმაძეს იურიდიული განათლება არ აქვს.

„სამწუხარო რამ ხდება და ჩვენთვის გაუგებარი კიდე, იმიტომ, რომ ჩვენ 6 თვის განმავლობაში ჩვენ ვერ მოვახერხეთ ვერც მთავრობის კანცელარიიდან, ვერც იუსტიციის სამინისტროდან და ვერც პროკურატურიდან ამ ინფორმაციის მიღება. ეს მართლაც წარმოუდგენელი რამ არის რადგან ქვეყანას აქვს გაკეთებული  განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველობა არის გამჭირვალე და ნებისმიერი ინფორმაციის მიღება საჯარო უწყებებიდან არის შესაძლებელი და დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია 6 თვის განმავლობაში ცდილობს, რომ მოიპოვოს მთავრი პროკურორის დიპლომი. იმის გამო, რომ არც არც იუსტიციის სამინისტრომ, არც მთავრობის კანცელარიამ და არც პროკურატურამ ჩვენ არ მოგვაწოდა დიპლომის ასლი ჩვენ ვიჩივლეთ სამინისტროში და უკვე ახლა სასამართლოს წესით ვცდილობთ, რომ ეს  ინფორმაცია მოვიპოვოთ“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics