21:29 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-31 11:28:13, 1308 ნახვა

სამართალი
აუდიტის სამსახურმა ქართული ჭიდაობის ფედერაციის ხარჯებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას მიმართა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხარჯებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას მიმართა - ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ აუდიტის სამსახურში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, პროკურატურას სრულად გადაეგზავნა ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ 2016-2017 წლებში განხორციელებული ხარჯვითი ოპერაციების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ქართული ჭიდაობის შეჯიბრებებსა და ტურნირებზე ტრანსპორტირებისთვის 32 338 ლარი გაიცა. ამავე ანგარიშის თანახმად, ხსენებული თანხიდან 28 987 ლარი პრეზიდენტის შვილზე გასცეს. „თითოეული ტურნირის ხარჯები მუნიციპალიტეტების მიხედვით განსხვავებულია და 200-დან 900 ლარამდე მერყეობს. ხელშეკრულებების შესაბამისად განსაზღვრული სატრანსპორტო მომსახურების ტარიფების დადგენისა და გაანგარიშების დოკუმენტები ვერ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, გაურკვეველია რა მეთოდებით, რა მონაცემების გათვალისწინებით და რა პარამეტრებზე დაყრდნობით ხდებოდა რეგიონების მიხედვით სატრანსპორტო მომსახურების თანხების დადგენა“, - ნათქვამი იყო განცხადებაში.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სატრანსპორტო მომსახურებაზე შედგენილ ხელშეკრულებასა და მიღება-ჩაბარების აქტში შესასრულებული რეისების რაოდენობა და გადაზიდული ტვირთის მოცულობები მითითებული არ არის. ამასთან, 2016-2017 წლებში მივლინებებზე ტრანსპორტირების სახით გაწეული 900 ლარის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ იქნა წარმოდგენილი.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics