|
2019-01-30 15:10:54, 1213 ნახვა
კომენტარი
ბატიაშვილი: გამოსაშვები გამოცდების გაუქმებაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის
განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ინფორმაციით, გამოსაშვები გამოცდები ჯერ არ გაუქმებულა, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მისივე თქმით, უწყება სკოლის გაძლიერებისკენ დგამს ნაბიჯებს. მანვე დასძინა, რომ მიღებული ცოდნა, როგორიც არის გამოსაშვები გამოცდებისთვის მზადება არის დროებითი, რაც არასწორია. "როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს შვილებზე, მომავალ თაობაზე, სამინისტრო ცალსახად არ აპირებს და არც მომავალში აპირებს მიიღოს გადაწყვეტილება ისე, რომ როგორც საზოგადოებასთან, ისე ამ სფეროს სპეციალისტებთან მუდმივ რეჟიმში არ იყოს კონსულტაციები. ჩვენი ხედვა არის სწორედ იმისკენ მიმართული, რომ სკოლა ადგილზე გავაძლიეროთ. სკოლა თვითონ უზრუნველყოფს ამ გამოცდების ჩაბარებას და არ უნდა იყოს პოანაცეა მთელი რესურსი ადამიანების, იგივე მშობლების დრო, არ უნდა იყოს მიმართული გამოცდებისკენ. უნივერსიტეტებში რომ ვზომავთ, ეს არის დროებით მიღებული ცოდნა. გამოსაშვები გამოცდები ჯერ არ გაუქმებულა, ამაზე ვმუშაობთ, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, აქ არის ბევრი სამუშაო", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)