03:15 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-30 13:30:13, 1058 ნახვა

საზოგადოება
ელექტრომობილების მფლობელებისთვის ვებგვერდი chargers.tbilisi.gov.ge ამოქმედდება

11 თებერვლიდან ამოქმედდება ვებგვერდი chargers.tbilisi.gov.ge, რომლის საშუალებით ელექტრომობილების მფლობელებს შეეძლებათ, თბილისის მერიას საცხოვრებელ სახლთან ელექტროდამტენების დამონტაჟება სთხოვონ.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ელექტროდამტენები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დამონტაჟდება. 

„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ეს საკმაოდ კომპლექსური პრობლემაა და მასშტაბური მიდგომა სჭირდება. მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიმართულების მოწესრიგებით ამ პრობლემის მოგვარებას ვერ მოვახერხებთ, ამიტომ ძალიან ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ. ერთ-ერთი მიმართულება ისაა, რომ ხელს ვუწყობთ ქალაქში ელექტრომობილების შემოყვანას. როგორც იცით, მათი განბაჟება უფასოა. გარდა ამისა, ელექტრომობილების პარკირება უფასო იქნება. ამასთან,  გვაქვს კიდევ ერთი სიახლე: შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი chargers.tbilisi.gov.ge, რომელიც 11 თებერვლიდან ამოქმედდება. ნებისმიერ მსურველს, რომელსაც ელექტრომობილი ჰყავს, შეუძლია, აღნიშნულ ვებგვერდზე დარეგისტრირდეს, მოგვაწოდოს ინფორმაცია თავისი საცხოვრებელი ადგილის  შესახებ და ჩვენ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, მზად ვართ, ელექტროდამტენები სახლთან დავუმონტაჟოთ. ეს ელექტრომობილების შემოყვანას წაახალისებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ძალიან კარგი კომუნიკაცია გვაქვს ბიზნესთან და არის კომპანია, რომელსაც სურს ელექტრომობილების შემოყვანა საქართველოში. საუბარია ელექტრომობილების „გაზიარებაზე“ ანუ ეს ავტომობილები განთავსებული იქნება ქალაქის სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა ქუჩაზე და აპლიკაციის საშუალებით მოქალაქე ისარგებლებს ამ ავტომობილით. გვქონდა კომუნიკაცია ბიზნესთან და ელექტროდამტენების უფასოდ დამონტაჟება, რომელზეც ვსაუბობთ, განხორციელდება ბიზნესთან ერთად ანუ მუნიციპალიტეტი არაფერს დახარჯავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ელექტრომობილების მფლობელ მოქალაქეებს 11 თებერვლიდან აქტიურობისა და ვებგვერდზე დარეგისტრირებისკენ მოუწოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics