|
2019-01-30 12:58:46, 1247 ნახვა
კომენტარი
მამა ანდრია ჯაღმაიძე: მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტით სინოდის წევრები ერთ აზრზე ვერ დადგებიან
თბილისში მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია იმყოფება, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრას მართავს. როგორც კიკეთის ტაძრის წინამძღვარმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი განხილვის საკითხი უკრაინის ავტოკეფალია იქნება. მისივე განმარტებით, უკრაინის ავტოკეფალიაზე საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია სინოდის სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი. „უკრაინის საკითხზე იქნება საუბარი. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან დიდი ინტერესია უკრაინის ავტოკეფალიის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე და ბუნებრივია, რომ ამ საკითხზე იმჯელებენ. სწორად უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ავტოკეფალიური ეკლესია. ავტოკეფალიური ეკლესია არის დამოუკიდებელი ეკლესია, რომელიც თავად იღებს გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება სინოდალური შეხვედრის შემდეგ უნდა მივიღოთ. რა თქმა უნდა, ამ ვიზიტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი ვიზიტებით სინოდის ყველა წევრი ერთ აზრზე დადგეს. ეს ასე არ იქნება და ჩვენ მაინც უნდა დაველოდოთ სინოდზე მსჯელობას“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)