01:55 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-29 12:35:29, 897 ნახვა

საზოგადოება
2019-2020 წელს თბილისში ორი ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი აშენდება

2019-2020 წელს თბილისში ორი ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი აშენდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 2019 წელს დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა. 

კახა კალაძის თქმით,  წელს მულტიფუნქციური კომპლექსების მშენელობა დიდ დიღომსა და ვარკეთილში იწყება. თითოეული მათგანისთვის კი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარი გამოიყოფა. 

„ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო მულტიფუნქციური კომპლექსების აშენება სხვადასხვა რაიონებში და ჩვენ, რა თქმა უნდა, მას აუცილებლად შევასრულებთ. ეს არის მულტიფუნქციური ცენტრები, სადაც იქნება თავმოყრილი ყველანაირი სპორტული სახეობა: ჭიდაობა, ბოქსი, განთავსებული იქნება საფეხბურთო მინი მოედნები, საკალათბურთო მოედნები, საცურაო აუზები, მედიათეკა, კაფეები, ბიბლიოთეკები. ეს იმისთვის, რომ ადამიანს, რომელიც ადგილზე მივა, ყველანაირი სერვისით სარგებლობა შეეძლოს და არსად წასვლა არ დასჭირდეს. ესეც ორწლიანი პროექტია, წელს ვიწყებთ და მისი განხორციელება 2020 წელს  დასრულდება“, - განცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერის თქმით, მულტიფუნქციური კომპლექსები გაზრდის სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავებული ადამიანების რაოდენობას. 

„ჩვენთვის მთავარია მასობრიობა, რათა სპორტით  დაკავებული იყოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი. შესაბამისად, ფასებიც იქნება მისაღები, რათა ყველამ შეძლოს ამ კომპლექსებით სარგებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც 2019 წელს დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერმა განაცხადა,  ერთი ასეთი კომპლექსი შარშან თემქაზე გაიხსნა, თუმცა, მისივე თქმით,  ეს არ არის საკმარისი და მიმდინარე წელს  თბილისის მთავრობა სხვა რაიონებისთვის განსახორციელებელ ანალოგიურ პროექტებს წარმოადგენს. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics