|
2019-01-28 17:43:37, 1559 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი ევროკავშირზე: უნდა მოვითხოვოთ, შეგვიყვანონ წინმსწრებით, ყველა ფორმატში, სადაც საქართველოს ადგილია
„ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, მოვილაპარაკოთ, იმისთვის რომ შეგვიყვანონ წინმსწრებით, სანამ ჩვენ წევრობაზე გვექნება საუბარი და კანდიდატობაზე, შეგვიყვანონ ყველა იმ ფორმატში, სადაც საქართველოს ადგილი არის და აღიარებული არის“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა. პრეზიდენტმა პრეზიდენტმა ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა. შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან საკმაოდ პოზიტიური იყო. ამასთან, მისი განცხადებით, ევროკავშირის პირველი პირები საქართველოში ჩამოვლენ. „მე ხაზი გავუსვი, რომ მესმის რა არის დღევანდელ დღეს შემაფერხებელი გარემოებები აქ უფრო ევროკავშირი იგულისხმება, თუმცა ამ რეალიზმის გათვალსიწინებით ჩვენ უნდა ვიყოთ ამბიციური საქართველოსთვის, რადგან საქართველოს აქვს ყველა მონაცემები, რათა გადაიდგას სწრაფი ნაბიჯები. ევროკავშირი უნდა იყოს უფრო ჩართული საქართველოში სხვადასხვა მხრივ და საქართველო ევროპაში უნდა იყოს უფრო გამოჩენილი. ჩვენ ვართ იმ სამი ქვეყნიდან ვისაც აქვს ასოცირების ხელშეკრულება და ჩვენ ვართ უფრო წინმდგომი და ჩვენ ეს სტატუსი უნდა გამოვიყენოთ და ევროკავშირმა შეგვიქმნას პირობები, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, მოვილაპარაკოთ, იმისთვის რომ შეგვიყვანონ წინმსწრებით, სანამ ჩვენ წევრობაზე გვექნება საუბარი და კანდიდატობაზე, შეგვიყვანონ ყველა იმ ფორმატში, სადაც საქართველოს ადგილი არის და აღიარებული არის, ამის მოდელები არის უკვე ჩვენ ერასმუსში ვართ წევრი, ერასმუსი არის სტუდენტებისთვის, ასევე გაიხსნება ერასმუსი პლუსი ,ეს არის მკვლევარებისთვის ესეც მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)