2019-01-28 15:05:08, 1206 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში გარემოვაჭრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა - დაკავებულია 1 პირი [ვიდეო]
ბათუმის მერიასთან, სადაც გარემოვაჭრეების აქცია მიმდინარეობს, დაპისპირება მოხდა.
ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა მერიის შენობაში შეჭრა და გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს. მოქალაქეებსა და სამართალდამცეველებს შორის დაპირისპირებისას, პოლიციამ აქციის მონაწილე ქალი დააკავა.
აქციის მონაწილეებს ბათუმის მერთან შეხვედრა და წერეთლის ქუჩაზე ვაჭრობის ნებართვის მიღება სურთ. გარემოვაჭრეების თქმით, ბათუმის მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ტერიტორიაზე მუშაობა მიუღებელია.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროშ განუცხადეს, მოქალაქე ადმინისტრაციულად, 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ვიდეო : იმედი
ავტორი: ,