00:29 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-28 14:14:29, 1098 ნახვა

საზოგადოება
„კაფე გალერი“-ში ნარკოტიკების გასაღებისთვის ბრალდებულებს, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის  და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შენახვისთვის ბრალდებული ვ.ჟ. დამნაშავედ ცნო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ვ.ჟ.-მ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი  ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მდმა"-ს შემცველი 54 აბი, საიდანაც თბილისში, ღამის კლუბ „კაფე გალერი"-ში 2018 წლის 31 მარტს 2 აბი 200 ლარად, ხოლო 15 აპრილს ასევე 2 აბი 200 ლარად  უკანონოდ გაასაღა მოქალაქეზე. ხოლო დანარჩენ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მდმა"-ს შემცველ 50 აბს  პირადად ინახავდა.

„სამართალდამცველებმა ვ.ჟ. ქ.თბილისში, 2018 წლის 12 მაისს დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება. ვ.ჟ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და ორ ეპიზოდში 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ბრალდებული ვ.ჟ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics