2019-01-28 13:13:42, 1056 ნახვა
საზოგადოება
NDI - 37% მიიჩნევს, რომ კარგი სამსახურის საშოვნელად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაცნობობაა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 37% მიიჩნევს, რომ საქართველოში კარგი სამსახურის საშოვნელად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაცნობობაა.
ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 23% მიიჩნევს, რომ კარგი სამსახურის საშოვნებლად ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიონალიზმი/სამუშაო გამოცდილებაა, 9% კი, უცხოეთში მიღებულ განათლებას ასახელებს.
გარდა ამისა, გამოკითხულთა 62% თავს დასაქმებულად არ თვლის.
კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
ავტორი: ,