00:30 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-28 10:01:33, 944 ნახვა

საზოგადოება
ისნის რაიონში, წულუკიძის ქუჩაზე ახალი სკვერი და ბავშვთა გასართობი მოედანი მოეწყო

ისნის რაიონში, ვაზისუბნის ტერიტორიაზე, წულუკიძის ქუჩა N26 კორპუსთან და ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი და ბავშვთა გასართობი მოედანი მოეწყო.

საცხოვრებელი გარემოს გაჯანსაღების მიზნით, 1000 კვ.მ. მეტრ ფართობზე, კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა. პროექტის ფარგლებში, სკვერში საბაღე სკამები დაიდგა, დასასვენებელი სივრცეები დეკორატიული საჩრდილობლებით გადაიხურა.  ასევე,  გარე განათების სისტემა მოეწყო,   საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა და სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები დაირგო. სკვერისა და ბავშვთა გასართობი მოედნის ტერიტორია ლითონის ღობით შემოისაზღვრა.

დასრულებულ სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, ვაზისუბნის მაჟორიტარ დეპუტატებთან ირაკლი აბუსერიძესთან და ლევან დავითაშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„წულუკიძის ქუჩის მოსახლეობისთვისსაკმაოდ დიდი რეკრეაციული სივრცე მოვაწყვეთ. აქ გართობისა და დასვენებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. პროექტი ადგილობრივებთან ერთად, მათი ჩართულობით განვახორციელეთ. გარდა ამისა, ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ რაიონში არსებული მდგომარეობა და მიმდინარე წლის ბიუჯეტის ფარგლებში არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავგეგმეთ, რომელთა ნაწილის განხორციელება უკვე დაწყებულია“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

წულუკიძის ქუჩა N26 კორპუსის მიმდებარედ სკვერის მოწყობის  პროექტი  ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 94 000 ლარით დაფინანსდა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics