00:30 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-27 10:29:23, 1328 ნახვა

საზოგადოება
ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობა ზღვრულად დასაშვებ ნორმას არ აჭარბებს

ტყვიით მოწამვლის ფაქტებთან დაკავშირებული საზოგადოების გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის სექტემბრიდან დედაქალაქში გააფართოვა ტყვიის მონიტორინგის არეალი. სინჯების აღება ძირითადად საავტომობილო გზის პირას და საბავშვო ბაღებისა და სკოლის ეზოებში ხორციელდებოდა.
თბილისის სხვადასხვა წერტილებში აღებული 60-ზე მეტი სინჯიდან არცერთში არ დაფიქსირდა ზღვრულ მნიშვნელობაზე გადაჭარბება.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ არაერთგზის გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ თითქოს საქართველოს ან თბილისის ატმოსფერული ჰაერის მთავარ პრობლემა ტყვიით დაბინძურებაა არ შეესაბამება სიმართლეს. კერძოდ, დედაქალაქის ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგი ყოველთვის მიმდინარეობდა და ეს მაჩვენებელი სულ მცირე ბოლო ათი წლის მანძილზე არ აჭარბებს ევროპულ ზღვრულ მნიშვნელობას. მეტიც, ჩატარებული კვლელვების მიხედვით, რომ ტყვიის  კონცენტრაცია ატმოსფერულ ჰაერში ყოველწლიურად კლებულობს და დადგენილ ნორმასთან შედარებით ძალიან მცირეა. ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგი 2014 წლიდან ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავშიც მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics