|
2019-01-25 20:11:57, 1365 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: ბოლო დროს „ფეიკ-ნიუსები“ მომრავლდა, ეს არის თანამედროვე გამოწვევა
„ფეიკ-ნიუსები“, ეს არის საკითხი, რომელიც 2.5 წელია მე პირადად მაწუხებს. ეს აწუხებს ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მდინარაძე ეკა ბესელიას შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს გამოეხმაურა. „ფეიკ-ნიუსები“, ეს არის კითხვა, რომელიც 2.5 წელია მე პირადად მაწუხებს. ეს აწუხებს ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს. ბოლო დროს „ფეიკ-ნიუსები“ ძალიან მომრავლდა. ეს არის ყველაზე ბინძური კამპანია, რაც ბოლო დროის უდიდეს გამოწვევად რჩება, რომ კონკრეტულ ადამიანებს უვრცელებენ ისეთ ამბებს, რომელიც სიმართლესთან ახლოსაც არ შეიძლება იყოს, თუმცა ვიღაცამ შეიძლება ეს დაიჯეროს და ბუნებრივია, მექანიზმიც კი რთული მოსაძებნია, როგორ შეიძლება ამ ადამიანებს ტვინიდან ამოვუღოთ ის, რაც ბუნებაში არასდროს ყოფილა. ეს არის თანამედროვე გამოწვევა. ეს არის ჩვენი ოპონენტების დღის წესრიგიდან გამომდინარე, რომლებსაც სურთ, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ცუდი იმიჯი ჰქონდეთ და ხანდახან ნაწილობრივ ახერხებენ კიდეც“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)