23:03 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-25 15:11:48, 1122 ნახვა

საზოგადოება
მანდატურის სამსახურის უფროსი: ოქტომბერში სკოლებში დაპირისპირების 663, ხოლო დეკემბერში 424 ფაქტი დაფიქსირდა

2018 წლის ოქტომბერში სკოლებში ფიზიკური დაპირისპირების 663, ნოემბერში - 483 და დეკემბერში 424 ფაქტი დაფიქსირდა, - ამის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, შესაძლებელია იმის თქმა, რომ სკოლებში დაპირისპირების ფაქტების თვალსაზრისით კლება ფიქსირდება. 

გელაძის თქმით, სკოლებში მოსწავლეების უსაფრთხოებას მანდატურთან ერთად ინტერვენციის ჯგუფები დაიცავენ. ეს ჯგუფები სკოლებში მაშინ გამოცხადდებიან, როდესაც ვითარება განსაკუთრებით დაიძაბება. მისივე ინფორმაციით, ამ ჯგუფის შემადგენლობაში ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და ბავშვთა ფსიქიატრი შევლენ. 

„მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა ფსიქოლოგიური სამსახურის გაძლიერებაზე, გაიზარდა რაოდენობა ჩვენი ფსიქოლოგების და კვალიფიკაცია, რომლებიც ჩართულები არიან თვითონ მანდატურებთან ერთად სკოლის სამუშაოებში და ამან უკვე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ასევე გაიზარდა სხვა და სხვა ელექტრონული საშუალებებით წვდომა ამ სამსახურზე, ასევე ცხელი ხაზის მუშაობა გაძლიერდა  24 საათის განმავლობაში. ანუ სამი თვის განმავლობაში განხორციელდა მნიშვნელოვანი სამუშაოები,“- განაცხადა განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics