|
2019-01-25 13:08:52, 1497 ნახვა
კომენტარი
დათუნაშვილი: ვიცი, რომ გეგა გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს დატოვებს - სიმართლე იზეიმებს
ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან გეგე გეგეშიძესთან თანამშრომლობას არ აპირებს, - ამის შესახებ სპორტსმენმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც დათუნაშვილმა აღნიშნა, ის სიმართლისთვის ბრძოლას გააგრძელებს. "მე არ მქონდა სურვილი, რომ გეგეშიძე პატირობაში ყოფილიყო. უბრალოდ მოსამართლეს შეეძლო ისეთი გადაწყვეტილება მიეღო, რომ გეგეშიძეს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა დაეტოვებინა. პრინციპში ეს დროის საქმეა, მე ვიცი, რომ ის დატოვეს დაკავებულ თანამდებობას. იმის განნცხა მაქვს, რომ სიმართლე იზეიმებს. ჩემი თანამშრომლობა გეგა გეგეშიძესთან გამორიცხულია და ამის მიზეზი ის ყველაფერია, რაც ფედერაციაში ხდება. არასწორი, ძალადობრივი მმართველობა, სპორტული კუთხით ადამიანების დაბლოკვა, ვინც მას თვალში არ მოსდის. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, რომ პოსტიდან მისი წასვლით "ქვეყანა დაინგრევა" მე მგონია, რომ ეს ადამიანი სხვა რეალობაში ცხოვრობს", - განაცხადა დათუნაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)