|
2019-01-25 12:22:18, 1330 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე: უგულავას ჩრდილში გაკეთებული საქმეები, კალაძის მოსაგვარებელია
"როგორც ჩანს, უგულავას ჩრდილში გაკეთებული საქმეები, ცხოვრებამ გამოიტანა მზეზე და ის პრობლემები, რომელიც მის არქიტექტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, დღეს არის კალაძის მოსაგვარებელი", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, თბილისის მერის დღევანდელ ბრიფინგს. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კახა კალაძემ სასტუმრო "ბუდაპეშტის" ვაკის პარკში მშენებლობის შეჩერებით, დედაქალაქისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება მიიღო. "მინდა გამოვეხმაურო ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის და თბილისის მერის, კახა კალაძის ბრიფინგს და მინდა მივესალმო იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მისი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი და აქვე, მინდა გავიხსენო ორი დღის წინანდელი კომენტარი, რომელიც გიგი უგულავამ გააკეთა, მან თქვა, რომ კალაძე გამოვიდეს ჩემი ჩრდილიდანო, როგორც ჩანს, უგულავას ჩრდილში გაკეთებული საქმეები, ცხოვრებამ გამოიტანა მზეზე და ბევრი პრობლემები, რომელიც მის არქიტექტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, დღეს არის კახი კალაძის მოსაგვარებელი. მან ეს შესძლო და ეს რთული საკითხი, სადაც იკვეთებოდა ინვესტორის ინტერესები, საკუთრების უფლებრივი საკითხები, მწვანე გარემოს დაცვის თემა, ბიზნესსა და გარემოს შორის თემა, წარმატებით მოაგვარა. ეს არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება პასუხისმგებლობის, პროფესიონალიზმისა და ლიდერობის მაგალითი მისცეს მერმა საზოგადოებას. იცით, რომ იყო დიდი სკეპტიციზმი ამ საკითხის მიმართ და თბილისის მერმა შესძლო ის, რომ ყველა ინტერესის გათვალისწინებით, თბილისის სასარგებლოდ მოაგვარა ეს საკითხი", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)