|
2019-01-25 12:00:29, 1452 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ყოფილი მერი უგულავა სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა და ქალაქისთვის დამაზიანებელ ნებართვებს გასცემდა
"ყოფილი მერი გიგი უგულავა სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა და გასცემდა ქალაქისთვის დამაზიანებელ ნებართვებს", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მერმა სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტი" აღარ აშენდება. კალაძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პარკში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა "ნაციონალური მოძრაობის" და უშუალოდ გიგი უგულავას მერობის დროს გაიცა. "მე მინდა ცოტა უკან დავბრუნდე და საზოგადოებას შევახსენო თუ რა ხდებოდა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს 2013 წელს, ამ კონკრეტულ ადგილზე იქნა გაცემული სპეციალური ნებართვა, რომელიც არის უვადო და შემდეგ გაიცა მშენებლობის ნებართვა 30 მეტრიან სასტუმროზე, რომელიც დაახლოებით 8-9 სართული სიმაღლის არის. მაშინდელი მერი სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა დ გასცემდა ქალაქისთვის დამაზიანებელ ნებართვებს, თუმცა საიდან იყურებოდა ეს ჯერ ვერ დავაზუსტეთ",-განაცხადა თბილისის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)