|
2019-01-24 15:21:16, 1416 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე: საქართველო მხარს უჭერს ვენესუელას მამაც ხალხს დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში
საქართველო ხუან გუაიდოს ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ Twitter-ში პოსტი გამოაქვეყნა და ვენესუელას ხალხს დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში მხარდაჭერა გამოუცხადა. „გამოვთქვამთ იმედს, რომ ვენესუელას ასამბლეა გარდამავალ მთავრობას შექმნის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის მოემზადება და ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას უზრუნველყოფს. საქართველო მხარს უჭერს ვენესუელას მამაც ხალხს დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში“, - წერს მამუკა ბახტაძე. შეგახსენებთ, ვენესუელაში ნიკოლას მადუროს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ, რომელიც აქციების ორგანიზატორია, თავი მოქმედ პრეზიდენტად გამოაცხადა. ხუან გუაიდო ვენესუელის პრეზიდენტად პირველად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღიარა. შესაბამისი განცხადება დონალდ ტრამპმა გააკეთა. გარდა ამისა, გუაიდო პრეზიდენტად აღიარეს ასევე კანადამ, პერუმ, ბრაზილიამ, არგენტინამ, პარაგვაიმ, მექსიკამ, ბოლივიამ და ჩილემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)