23:03 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-24 13:56:26, 1608 ნახვა

საზოგადოება
პაატა იმნაძე: გრიპისგან განსხვავებით, წითელას აცრების გარდა ვერაფერი გააჩერებს

 „გრიპისგან განსხვავებით, წითელას ვერაფერი გააჩერებს აცრების გარდა“, - ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წითელათი დაინფიცირებული პაციენტების რიცხვმა  მკვეთრად მოიმატა და უკვე 580 შემთხვევა დაფიქსირდა

„ჩვენი სამწუხარო პროგნოზი გამართლდა და წითელამ მკვეთრად მოიმატა, დღეისათვის 580 შემთხვევაა ქვეყანაში რეგისტრირებული. დღეისათვის ყველაზე მეტი შემთხვევა არის თბილისში, სამეგრელოში, კახეთში. მოგეხსენებათ,  დაიწყო საკმაოდ აქტიურად აცრების კამპანია და  არასრული მონაცემებით ბოლო სამ დღეში 12 000 ჩვენი მოქალაქე აიცრა. გრიპისგან განსხვავებით, წითელას ვერაფერი გააჩერებს აცრების გარდა“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics