04:43 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-24 10:31:11, 1355 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.

სხდომაზე სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელებენ, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაზე და საგაზაფხულო სესიაზე განსახილველ საკითხებზე.

შეხვედრას უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელიაც ესწრება, რომელმაც სწორედ მოსამართლეების შერჩევის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის გამო, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ბესელია იმედს გამოთქვამს, რომ გუნდი საერთო პოზიციაზე შეჯერდება.

"ამ სხდომისთვის ჩამოვედი დილით და მაქვს ძალიან საქმიანი განწყობა და ძალიან მინდა, რომ უმრავლესობის შეხვედრა, რომელიც პირველია უმრავლესობის ამ ფორმატში დეკემბრის ბოლო კვირის შემდეგ, გაიმართოს საგნობრივი, შინაარსობრივი და არგუმენტებით მსჯელობა. ძალიან მნიშვნელოვან და სახელმწიფოებრივ საკითხზე, როგორიც არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა და სასამართლოს რეფორმირების საკითხი. ვარ მზად იმისთვის, რომ ჩემი პოზიციები, რომელიც არის ძალიან პრინციპული, გავუზიარო ჩემს კოლეგებს და ვუთხრა არგუმენტები, რატომ, მაქვს ეს პოზიცია და რატომ მიმაჩნია, რომ არ შეიძლება იმ სიის მხარდაჭერა, რაც იყო წარმოდგენილი და რატომ არ შეიძლებოდა ნაჩქარევად ამ საკითხის განხილვა და რა უნდა გაკეთდეს მომავალში. მაქვს მე მგონი ძალიან მყარი არგუმენტები. მე იმედი მაქვს, რომ ასეთი შეხვედრა იქნება დღეს, არგუმენტებით საუბარი და მინდა დავიტოვო ასევე იმის იმედიც, რომ შევჯერდებით საერთო ხედვაზე და პოზიციაზე",- აღნიშნა ბესელიამ.

სხდომის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, ლევან კობერიძემ. მან აღნიშნა, რომ ის ადამიანები, ვინც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-კაციან სიას მხარი დაუჭირა, იუსტიციის საბჭოში არ უნდა იყვნენ. 

„იმედი მაქვს, საერთო დასკვნამდე მივალთ, რომ იუსტიციის საბჭოს ის წევრები, რომელთაც ხმა მისცეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას, თავის ნებით გადადგებიან და თანამდებობას დატოვებენ. უნდა შევჯერდეთ, რომ ეს ადამიანები იუსტიციის საბჭოში არ უნდა იყვნენ, რადგან ხელს უშლიან სამართლიანი სასამართლოს ფორმირებას“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics