|
2019-01-23 13:32:01, 1307 ნახვა
კომენტარი
ბატიაშვილი ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებზე: ჩვენი პოზიცია ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია
პირველ რიგში, ჩვენ დაველოდებით გამოძიების დასრულებას, რომელიც დაწყებულია, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მომხდარ ფაქტს ის ნეგატიურად აფასებს. „ჩვენი პოზიცია ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია და, რა თქმა უნდა, ის არ შეიცვლება - ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, ამასთან დაპირისპირებულ მხარეებს მოვუწოდებთ, დაელოდონ გამოძიების შედეგებს და სასამართლოს გადაწყვეტილებას. ასევე, ვთხოვთ იმ მოჭიდავეებს, რომლებმაც დატოვეს მოსამზადებელი შეკრება და შეწყვიტეს სავარჯიშო პროცესი, დაუბრუნდნენ დარბაზებს და გააგრძელონ საწვრთნელი პროცესი ნაკრების მწვრთნელთა მეთვალყურეობით. მათგან ქართველი გულშემატკივარი, სპორტული საზოგადოება ელის მხოლოდ წარმატებულ ასპარეზობას საერთაშორისო სარბიელზე, რაშიც ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)