04:43 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-23 10:14:18, 1266 ნახვა

პოლიტიკა
ტუსკი: კვლავ ვადასტურებ ევროკავშირის უცვლელ პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით

10 წელი გავიდა საქართველო- რუსეთის ომის შემდეგ და კვლავ ვადასტურებ ევროკავშირის უცვლელ პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.

მან სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და ბოლო წლებში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა, რაც მისი შეფასებით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავებისთვის მნიშვნეოვანია.

"გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობა შესანიშნავია. ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ დაახლოებით 300.000 საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა ვიზალიბერალიზაციის რეჟიმით. დღევანდელ შეხვედრაზე მე დავადასტურე ევროკავშირის მზაობა, გაღრმავდეს ჩვენი თანამშრიმლობა ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. აღნიშნულმა ხელშეკრულებამ მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა ჩვენს მოქალაქეებს. მე ასევე მივესალმები საქართველოს მტკიცე განწყობას რეფორმების გატარების კუთხით. ჩვენ შევთანხმდით კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის სფეროში პროგრესის მნიშვნელობაზე. 10 წელი გავიდა საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ და კვლავ ვადასტურებ ევროკავშირის უცვლელ პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით. საქართველოს მადლობელი ვარ, რომ 2019 წლის ბათუმის კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავს დაეთმობა და მოხარული ვიქნები საქართველოს კვლავ ვეწვიო ივლისში ამ კონფერენციაზე“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics