|
2019-01-23 09:40:49, 1176 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტარებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ევროპარლამენტარებს სამუშაო ლანჩზე შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოს საშინაო გამოწვევებს. სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი და მისი შედეგებიც განიხილა. “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კონსტრუქციულად ვმუშაობთ, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი გადაადგილების გაგრძელება. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მათ შორის ცალკეული ქვეყნების მხრიდან. საჭიროა, რომ ცალკეული ქვეყნების მთავრობები უფრო პროაქტიულები იყვნენ ამ მიმართულებით საკუთარი პოლიტიკის შემუშავებისას. ევროკავშირში შიგნით არის სურვილი და ნება, რომ გავაგრძელოთ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმით ბენეფიტების მიღების უზრუნველყოფა. ვიცი, რომ ამაზე ფოკუსირებული იქნება ევროპარლამენტი და დანარჩენი ევროინსტიტუტებიც", - აღნიშნა კლერ მუდმა. ევროპარლამენტარებმა განსაკუთრებული ხაზი გაუსვეს იმ საკითხის მნიშვნელობასა და აქცენტებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, პირველი სამუშაო ვიზიტის ადგილად სწორედ ბრიუსელი შეარჩია. ევროპარლამენტარ საჯად კარიმის განცხადებით, ევროპარლამენტში არიან ადამიანები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების სიღრმეები და სრული დინამიკა. მისი თქმით, თუ გავიხედავთ მომავალში, ის ნაბიჯები, რაც გადაიდგა და იდგმება, განსაკუთრებით, პრეზიდენტის ოფისის მიერ, (თავისი გამოცდილებით რაც მას აქვს) არის საფუძველი იმისა, რომ საქართველომ გააღრმავოს ურთიერთობები ევროკავშირთან, რასაც ევროპარლამენტი მიესალმება.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)