16:07 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-22 20:16:46, 1936 ნახვა

სამართალი
სავარაუდოდ ძალადობის შედეგად თბილისში 4 წლის გოგონა დაიღუპა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველომ 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მეზობლები ჟურნალისტებთან ჰყვებიან, რომ დედა მცირეწლოვან შვილებს სასტიკად უსწორდებოდა. მათი თქმით, ბოლოს მოზარდი 1 კვირის წინ სცემეს, რა დროსაც ადგილზე პოლიცია იქნა გამოძახებული და შედგა შესაბამისი ოქმი.

ერთ-ერთი მეზობლის ცნობით, გარდაცვლილის მშობლები ბავშვების გაშვილებით ირჩენდნენ თავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics