|
2019-01-22 18:43:16, 1518 ნახვა
პოლიტიკა
უმრავლესობის შეხვედრაზე დასასწრებად, ეკა ბესელია სტრასბურგში ვიზიტს წყვეტს და თბილისში ბრუნდება
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე დასასწრებად პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატი, ეკა ბესელია, სტრასბურგში ვიზიტს წყვეტს და თბილისში ბრუნდება. როგორც ბესელიამ განაცხადა, სასამართლოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენები დეტალურ განხილვას საჭიროებს და აღნიშნული შეხვედრა სწორედ ამას დაეთმობა. „სწორედ იმიტომ, რომ უმრავლესობის სხდომა დაინიშნა და მეც მთხოვეს დასწრება ამ სხდომაზე, მე ვიქნები აუცილებლად. ჩამოვდივარ ამისთვის და ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ვიმსჯელოთ სასამართლო რეფორმის და სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩემი მოლოდინი არის, რომ ეს სამუშაო შეხვედრა იყოს, რაც შეიძლება, საქმიანი და მოხდეს არგუმენტების და ჩვენი მოსაზრებების გაზიარება იმიტომ, რომ ჩვენ ამ თემაზე არ გვქონია მსჯელობა დეკემბრის მოვლენების ბოლო კვირის შემდეგ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)