21:40 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-22 14:03:28, 915 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერი კახეთის გზატკეცილზე, მარჯვენა სათადარიგო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კახეთის გზატკეცილზე, მარჯვენა სათადარიგო ზოლის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„კახეთის გზატკეცილის სათადარიგო ზოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპებად დავყავით. გვინდოდა, რომ ორივე ზოლი მოწესრიგებული ყოფილიყო, რადგან კომუნიკაციების მოწესრიგებითა და მიწისქვეშა სამუშაოებით, კახეთის გზატკეცილის ცენტრალური გზის სრული რეაბილიტაცია გვაქვს დაგეგმილი. პირველ ეტაპზე,  სათადარიგო ზოლების მოწესრიგება გადავწყვიტეთ. აქაც მთლიანად გამოცვლილია მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოწესრიგებულია ყველაფერი, რათა გზის გადაკეტვის დროს, ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელი იყოს. დარწმუნებული ვარ, როდესაც ცენტრალური გზის, თარგების მოწესრიგებისა და  გამწვანების ჩათვლით, ყველა სამუშაო დასრულდება, ქალაქისთვის ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანი პროექტი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო არეალი 7.3 კილომეტრს მოიცავს, რომლის ფარგლებში, ტროტუარი და ბორდიური მოეწყობა, ასფალტის საფარი კი სავალ ნაწილზე, დაახლოებით, 70 000 კვ. მეტრზე დაიგება.  სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მიმდინარეობს საკომუნიკაციო ქსელის მოწესრიგება, დაზიანებული სანიაღვრე ქსელის აღდგენა და ახლის მოწყობა.

 გასულ წელს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაცია განახორციელა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდება, შპს „ბლექ სი გრუპი“ აწარმოებს. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 10 357 000 ლარი დაიხარჯება.

კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მერთან ერთად, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ, ისნისა და სამგორის გამგებლებმა, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა დაათვალიერეს. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics