|
2019-01-21 14:37:40, 1582 ნახვა
პოლიტიკა
დალია გრიბაუსკაიტე - ლიეტუვა მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ევროინტეგრაციის გზაზე
ლიეტუვა მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა. მხარეებმა საქართველოსა და ლიეტუვას ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი საკითხები რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს. ხაზი გაესვა ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების, მათ შორის ლიეტუვას განსაკუთრებულ მხარდაჭერას ამ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში. აღინიშნა, რომ საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა და ევროკავშირის მიდგომა "მეტი მეტისთვის" საქართველოსთან მიმართებაში ყველაზე უფრო რელევანტურია. ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები. საუბრისას, ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში. დალია გრიბაუსკაიტემ მამუკა ბახტაძეს ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის წევრი, ლიეტუვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია მონაწილეობდნენ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)