|
2019-01-21 13:33:30, 1484 ნახვა
პოლიტიკა
გვრიტიშვილი საპროტესტო აქციაზე: მანიფესტით დადასტურდა, რომ ეს არის დევნა ჩვენს მიმართ
„მანიფესტით დადასტურდა, რომ ეს არის დევნა ჩვენს მიმართ“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა, აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნების საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, აქციის ორგანიზატორების განცხადებებიდან ცალსახად გამოჩნდა, რომ მათი მიზანი არ არის ფართო დისკუსიის საფუძველზე მოხდეს იმ კრიტერიუმების განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეები უნდა შეირჩეს. „ფარსია იმაზე საუბარი,რომ თურმე, ფართო ჩართულობით მოხდეს მსჯელობა კრიტერიუმების განსაზღვრაზე, რომელის მიხედვითაც შეირჩევიან და პარლამენტს წარედგინებიან კანდიდატები, უზენაესი სასამართლოსთვის. ეს არის ფარსი, იმიტომ რომ დღეს საბოლოოდ დადასტურდა ამ ე.წ. მანიფესტით, რომ ეს არის დევნა ჩვენს მიმართ, როგორც კაპიტანმა გიგაურმა დაადასტურა თავსი ერთ-ერთ ინტერვიუში, საუბარია 20 ადამიანზე,რომელიც მისი თქმით, თუ მოშორდება სისტემას, სისტემა გაჯანსაღდება“, - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)