|
2019-01-18 18:32:02, 1721 ნახვა
კომენტარი
ზალკალიანი: მოვუწოდებთ რუსეთს და საოკუპაციო რეჟიმებს ე.წ. გამშვები პუნქტები დაუყოვნებლივ გახსნან
„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას და საოკუპაციო რეჟიმებს დაუყოვნებლივ გახსნან ე.წ. გამშვები პუნქტები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. როგორც ზალკალიანმა განმარტა, "ეს პირველ რიგში, არის ჰუმანიტარული საკითხი და ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ისეთ ფუნდამენტურ უფლებას, როგორიც არის თავისუფალი გადაადგილება". მინისტრის თქმით, შემაშფოთებელია ასევე ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება, 2019 წლის თებერვლიდან ახალი დისკრიმინაციული ზომები აამოქმედოს ახალგორის რაიონის მოსახლეობისათვის, რომელიც გულისხმობს ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების თავისუფალი გადაადგილების დამატებით შეზღუდვას. ზალკალიანის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების თაობაზე სრულად არიან ინფორმირებული ჟენევის თანათავმჯდომარეები. მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, მშვიდობიანი და დიპლომატიური ძალისხმევით მიაღწიოს ადგილზე მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას და ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველყოფას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)