19:11 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-18 16:20:12, 1190 ნახვა

საზოგადოება
ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოცდაუცველებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში შემწეობა არ გაუუქმდებათ, იანვრიდან ამოქმედდება

ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ იანვრიდან ამოქმედდება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ერთი წლის განმავლობაში სოციალური დახმარება, არ გაუუქმდებათ ხოლო მეორე წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ყველა არამონეტარული შეღავათი.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ჩვენ დაგვეხმარება სიღარიბესთან ბრძოლაში. მე მინდა, მოვუწოდო ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომლებიც იღებენ სოციალურ შემწეობას, რომ აქტიურად ისარგებლონ ამ შეღავათით. მინდა ყველას შევახსენო, რომ აღნიშნული ინიციატივა ვრცელდება  იმ ოჯახებზე, რომელთა ქულების რაოდენობა მონაცემთა ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას. ამასთან ერთად, დღესვე გამოდის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ბავშვები, რომლებიც ამ  ოჯახებში იზრდებიან, ჩვენ ხუთჯერ გავზრდით ფინანსურ დახმარებას 10 ლარიდან 50 ლარამდე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics