|
2019-01-18 13:51:22, 1684 ნახვა
კომენტარი
უგულავა: „ყაზტრანსგაზი“ არც მიწისაა და არც ცის - კომპანიაში შესვლას კალაძესთან დაახლოებული პირი აპირებს
დღეს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ არც მიწისაა და არც ცისა, ანუ არც სახელმწიფოსია და არც კერძო, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. უგულავას თქმით, კომპანიაში შესვლას თბილისის მერთან, კახა კალაძესთან დაახლოებული პირი ხვიჩა მაქაცარია აპირებს. "რაც შეეხება "ყაზტრანსგაზს", გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ კომპანიაში კახა კალაძესთან დაახლოებული პირი ხვიჩა მაქაცარია აპირებს შესვლას. ეს კომპანია უკვე მე-7, მე-8 წელიწადია არც მიწისაა და არც ცის, ანუ არც სახელმწიფოსია და არც კერძოსია. შესაბამისად ამ კომპანიას არ აქვს განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგია. გამოსავალი არის სახელმწიფოს უნდა წამოიღოს და ამის ლეგალური ბერკეტი არსებობს და შემდეგ უნდა მოხდეს გამჭრვირვალე, საერთაშორისო ტენდერის ჩატარება, გასხვისება, ინვესტორის და არა ხვიჩა მაქაცარიას შემოყვანა, იმისთვის, რომ კომპანია განვითარებაზე იყოს ორიენტირებული, იმისთვის, რომ კომპანიის თანამშრომლები მიდიოდნენ და ხელფასი იმდენი ჰქონდეთ, რომ ასე გულცივად არ ეკიდებოდნენ თავიანთ სამუშაოებს", - განაცხადა გიგი უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)