|
2019-01-18 10:49:43, 1504 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ამ ემოციურ ფონზე გამოჩნდნენ დაჯგუფებები, რომლებიც მერიის დისკრედიტაციას ცდილობენ და აფეთქებასთან მაკავშირებენ
„სამწუხაროდ, ამ ემოციურ ფონზე გამოჩნდნენ გარკვეული დაჯგუფებები, რომლებიც ცდილობენ მერიის და პირდადად ჩემს დისკრედიტაციას“ ,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კალაძე ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, სადაც როგორც მერმა აღნიშნა, ექსპლუატაციაში მიღებამდე საცხოვრებელ კორპუსებში მოსახლეობის ცხოვრების ფაქტი კორუფციულ სქემას მიაბეს. „სამწუხაროდ, ამ ემოციურ ფონზე გამოჩნდნენ გარკვეული პირები, დაჯგუფებები, რომლებიც არაკვალიფიციურობის გამო თუ პოლიტიკური მოტივით, მე უფრო ორივე მგონია, ცდილობენ ცრუ ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას და ცდილობენ ამ ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციას, აქვთ მერიის და პირდადად ჩემი დისკრედიტაციის მცდელობა. პირდადად მე მაკავშირებენ აფეთქებასთან, აკავშირებენ მერიას და მერიის სამსახურებს. ჩვენ ამ ადამიანებს, არ მივცემთ საშუალებას, მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში, მიაწოდონ ცრუ ინფორმაციები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოსახლეობამ იცოდეს სიმართლე. მაგალითად, გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, ეს სიახლე არ არის, ამ კომპანიის სარედაქციო პოლიტიკა დაფუძნებულია ტყუილებზე, გავიდა სიუჟეტი, რომელიც მომხდარი ტრაგედია შენობის ექსპლუატაციაში მიღების საკითხს დაუკავშირეს, თანაც ექსპლუატაციაში მიღებამდე, საცხოვრებელ კორპუსებში მოსახლეობის ცხოვრების ფაქტი სრულიად უაპელაციოდ მიაბეს მათსავე გამოგონილ გაუგებარ ვითომდა კორუფციულ სქემას. თითქოს შენობა-ნაგებობა, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული და იქ ცხოვრობს ხალხი, ეს არის რაღაც კორუფციული სქემა,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)