|
2019-01-18 10:44:34, 1575 ნახვა
კომენტარი
კალაძე: როგორც კი დიდ დიღომში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება, დანგრეული შენობის აღდგენით სამუშაოებს დავიწყებთ
თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, დიდ დიღომში საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. როგორც კალაძემ აღნიშნა, უამრავლმა ადამიანმა მიმართა მერიას დაზარალებული ადამიანების დახმარების თხოვნით, რისთვისაც ის ყველას მადლობას უხდის. „თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ყველაფერს გააკეთებს დაზარალებულების დასახმარებლად. როგორც კი დასრულდება საგამოძიებო მოქმედებები და მოგვეცემა ამ დანგრეულ შენობა-ნაგებობებში შესვლის უფლება, მაშინვე დავიწყებთ აღდგენით სარეაბილიტაციო სამუშაოებს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ეშველება, ყველაფერი აღდგება, ანაზღაურდება, თუმცა სამწუხაროდ, გარდაცვლილი ადამიანების სიცოცხლეს უკან ვერ დავიბრუნებთ. ამ ფაქტმა ნამდვილად მთელი საზოგადოება შეძრა. უამრავმა ადამიანმა გამოთქვა დაზარალებული ადამიანების დახმარების სურვილი. 2 დღის განმავლობაში არ წყდება ზარები, შეტყობინებები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი მოქალაქეები გამოთქვამენ სურვილს და მზადყოფნას დაეხმარონ დაზარალებულ ადამიანებს სხვადასხვა ფორმით, ზოგი საცხოვრებელი ფართით, ზოგი საკვებით და ა.შ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს სოლიდარობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სოლიდარობა. მინდა ასევე გადავუხადო მადლობა სასტუმროების - „შაინი“, „ტეხასი“, ასევე „რუსთაველი 36“-ის მფლობელებს, იმ თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, რაც ამ ადამიანებმა გამოიჩინეს. მათ ყოველგვარი გადასახადების გარშე განათავსეს დაზარალებული 75 ადამიანი. ძალიან დიდი მადლობა თანადგომისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)